პარაგვაელი ალმირონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს ახალი წესებით გააძევეს [ვიდეო] #1TVSPORT
პარაგვაელი ალმირონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს ახალი წესებით გააძევეს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში თურქეთსა და პარაგვაის შორის მთავარმა არბიტრმა ახალი წესი აამოქმედა.

პირველი ტაიმის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო მიგელ ალმირონმა. პარაგვაელთა ფორვარდი პირველი მოთამაშე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გააძევეს ფიფას ახალი წესების მიხედვით.

ალმირონს წითელი ბარათი უჩვენეს იმის გამო, რომ პირზე ხელი აიფარა და რაღაც უთხრა მოწინააღმდეგეს. ახალი წესების თანახმად, პირის დაფარვა ხელით, მხრით ან მაისურით ისჯება პირდაპირი წითელი ბარათით.