„არსენალი“ გრინვუდით ინტერესდება #1TVSPORT
„არსენალი“ გრინვუდით ინტერესდება #1TVSPORT

ორი ლონდონური კლუბი – „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან „მარსელის“ ფორვარდით მეისონ გრინვუდით. ამის შესახებ ფრანგულმა გაზეთმა L’Équipe-მა დაწერა.

ინგლისური კლუბები უახლოეს დროში ოფიციალურად მიმართავენ „მარსელს“ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ფრანგული მხარე მზად არის განიხილოს გრინვუდის გაყიდვა ფინანსური დავალიანებების გამო. „მარსელი“ თავის ფორვარდს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიუმა „რომამ“ უკვე შეათანხმა კონტრაქტი მეისონ გრინვუდთან.