ამბროლაურში გამართულ 14-წლამდელთა შვიდკაცა რაგბის ფესტივალს სპორტის მინისტრის მოადგილე დაესწრო. ირაკლი დოლაბერიძემ ფესტივალში მონაწილე მორაგბეები დააჯილდოვა. 14-წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალს ტრადიციული სახე აქვს და მესამე წელია ტარდება. წელს გამართულ ფესტივალში დასავლეთ საქართველოს რვა გუნდი მონაწილეობდა.