ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი ულანბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ულანბატორში დასრულდა გრანდ სლემი ძიუდოში, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლეოდა.
ტურნირის ბოლო დღეს მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.
დემეტრაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში კორეელ კიმთან გაფრთხილებებით წააგო და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გრანდ სლემზე მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები ასპარეზობდნენ.
სულამანიძეს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი კოსტოევი არ გამოუცხადდა და ქართველმა გრანდ სლემზე მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა ორი მედლით დასრულა.