ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი ულანბატორის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ულანბატორში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლევა, დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), თორნიკე გიგაური (66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) გამოვიდა.
საქართველოს ნაკრების წევრებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს, რომელმაც რეპეშაჟში ტაივანის წარმომადგენელი ვანგი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ სუხბატ ბაიმბასურენს შეხვდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.