ინგლისის ნაკრებმა დახურულ მატჩში MLS-ის გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებმა დახურულ მატჩში MLS-ის გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ და მეორე ტურებს შორის დახურული ამხანაგური მატჩი ჩაატარა MLS-ის კლუბ „სპორტინგ კანზას-სიტისთან“, – იტყობინება ESPN.

ინგლისის ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო – 5:1. ჰეთთრიქი შეასრულა აივან ტოუნიმ, თითო გოლი გაიტანეს მორგან როჯერსმა და ოლი უოტკინსმა. მატჩი 25-წუთიანი ტაიმებისგან შედგებოდა. უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც პირველ ტურში ხორვატიასთან არ უთამაშიათ ან მცირე დრო მიიღეს.

ინგლისი 23 ივნისს მეორე ტურში განას შეხვდება.