„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი - ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ფიასკოა #1TVSPORT
„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი - ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ფიასკოა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი მსოფლიო ჩემპიონატზე (რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ტარდება) გამგზავრებას არ აპირებს და ვარაუდობს, რომ ის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იქნება.

„მჯერა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთისთვის წარუმატებელი იქნება. განსაკუთრებით გაღიზიანებული ვარ ბილეთების მაღალი ფასებით, რაც გულშემატკივარს ჯიბეს უცარიელებს. ორი ათასი დოლარი საშუალო დონის მატჩის ბილეთისთვის, ეს ხომ უნდა დამთავრდეს?!

მე თავად ყოველთვის ფეხბურთის კომერციალიზაციის მომხრე ვიყავი, მაგრამ არა ასეთი უკიდურესობის. ეს ნამდვილი ფიასკოა. არ მინდა, ამ შეცვლილი მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერი ვიყო და თამაშებზე დასწრებასაც ამიტომ არ ვგეგმავ“, – განაცხადა ჰიონესმა.