ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი ულანბატორის გრანდ სლემის ფინალშია, სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი ულანბატორის გრანდ სლემის ფინალშია, სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ულანბატორში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლევა, დღეს ფინალურ ბლოკში ორ ქართველი იჭიდავებს – ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) ნახევარფინალში ნიდერლანდელი სპაიკერსი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის კორეელ კიმს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ​ შეჯიბრზე +100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები ასპარეზობენ.

ილია სულამანიძემ (100 კგ) კი მეოთხედფინალში წაგების შემდეგ რეპეშაჟში ყაზახ ბაიკამუროვს სძლია და მესამე ადგილისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს, ჯაფარ კოსტოევს შეხვდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.