გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, ინგლისის ახალი ჩემპიონი „არსენალი“ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას. მოლაპარაკებები შეჩერებული იყო, სანამ მიმდინარეობდა ბრძოლა პრემიერლიგის ტიტულისთვის, თუმცა კლუბთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ არტეტას მაინც შესთავაზებდნენ ხელშეკრულებას, „არსენალი“ მეორე ადგილზეც რომ გასულიყო.
არტეტას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. დღეისთვის ესპანელი წელიწადში 10 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, რასაც ემატება 5-მილიონიანი ბონუსი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სანაცვლოდ.
ელოდებიან, რომ ახლა არტეტას შესთავაზებენ ხელფასის მნიშნელოვან ზრდას, რითაც ესპანელი მიუახლოვდება „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად არის მიჩნეული. რამდენიმე წყაროს თანახმად, არგენტინელი სპეციალისტი წელიწადში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.