ვილიამ სალიბა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ - პსჟ ძალიან სახიფათო გუნდია #1TVSPORT
ვილიამ სალიბა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ - პსჟ ძალიან სახიფათო გუნდია #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ფინალური მატჩის შესახებ ლონდონის „არსენალის“ მცველმა, ვილიამ სალიბამ ისაუბრა.

„პრემიერ ლიგის მოგება ჩემთვის უდიდესი მიღწევაა. ეს ჩემი სადებიუტო ტიტულია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, მხოლოდ ამით არ ვკმაყოფილდები – გაცილებით მეტი მინდა. მომდევნო კვირაში ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლების რეალური შანსი გვეძლევა, ამიტომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ.

პსჟ, როგორც გასულ წელს, ახლაც ძალიან სახიფათო გუნდია და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ვაცნობიერებთ, რომ მათ დასამარცხებლად მოედანზე 100 პროცენტით დახარჯვა დაგვჭირდება. მიმდინარე სეზონში საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავს და ბუნებრივია, როცა საუკეთესო ხარ, გსურს შენი ძალები სხვა საუკეთესოების წინააღმდეგ მოსინჯო. მოუთმენლად ველით მომავალი შაბათის დაპირისპირებას ასეთ უმაღლესი დონის შემტევებთან და ვიმედოვნებ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, – ამბობს სალიბა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.