მიკელ არტეტა - პსჟ მოქმედი ჩემპიონია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტული ჩამოვართვათ #1TVSPORT
მიკელ არტეტა - პსჟ მოქმედი ჩემპიონია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტული ჩამოვართვათ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესახებ ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში ლუის ენრიკე ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო და უნიკალური ფიგურა გახლდათ. მოგვიანებით, უკვე სამწვრთნელო კარიერაში, მისი ხელი და გავლენა აბსოლუტურად ყველაფერს ეტყობა, იქნება ეს მოთამაშეთა ფსიქოლოგია, სათამაშო სტილი თუ ფეხბურთელთა ქცევა მოედანზე.

ახლა ჩვენ წინაშე უდიდესი შანსია. კლუბის არსებობის ისტორიაში ფინალში მხოლოდ მეორედ გავედით და შეგვიძლია, „არსენალისთვის“ უდიდეს მიზანს მივაღწიოთ. ამისთვის დიდი სიმამაცე და მოგების ჟინი დაგვჭირდება. ჩვენი მიზანსწრაფულობა ბევრად აღემატება იმ დაძაბულობასა და წნეხს, რაც ახლა არსებობს. საკუთარ ძალებში ბოლომდე ვართ დარწმუნებულები და გვეძლევა შანსი, შევქმნათ ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. დავამტკიცეთ, რომ ფინალში ყოფნა დავიმსახურეთ.

მიმდინარე სეზონში ორი ტიტულის მოგება თითოეული ჩვენგანისთვის უპრეცედენტო მოვლენა იქნება და კლუბის ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს გადაშლის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეალობად იქცეს.

პსჟ მოქმედი ჩემპიონია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტული ჩამოვართვათ“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.