„რომას“ არგენტინელი ფორვარდი პაული დიბალა, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს.
ინტერნეტგამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის „იუვენტუსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს დიბალას აგენტთან, და ეს იმის მიუხედავად, რომ პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები „რომასთან“ ახალ კონტრაქტზე.
დიბალამ შვიდი სეზონი გაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში და ამის შემდეგ გადავიდა „რომაში“ – 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით.
32 წლის ფორვარდის კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 31 ივნისს იწურება.