პაულო დიბალა „ბოკა ხუნიორსში“ გადადის (ESPN) #1TVSPORT
პაულო დიბალა „ბოკა ხუნიორსში“ გადადის (ESPN) #1TVSPORT

„რომას“ ნახევარმცველი პაულო დიბალა ახლოს არის ზაფხულში „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლასთან, – იტყობინება ESPN-ი.

32 წლის ფეხბურთელმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწია არგენტინულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე. დიბალას ამ სეზონის შემდეგ ეწურება ხელშეკრულება „რომასთან“.

არგენტინელი მე-13 სეზონს ატარებს სერია A-ში. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დიბალა არგენტინაში „ინსტიტუტოს“ შემადგენლობაში თამაშობდა, საიდანაც „პალერმოში“ გადავიდა, შემდეგ კი – „იუვენტუსში“ და „რომაში“.