„ლივერპულისა“ და ბრაზილიის ნაკრების მეკარემ, ალისონმა თანხმობა განაცხადა სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსში“ გადასვლაზე, – წერს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
როგორც აღნიშნავენ, ალისონის გადაწყვეტილებაში მთავარი ფაქტორი იყო „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, რომლის ხელმძღვანელობითაც მეკარე „რომაში“ თამაშობდა.
ალისონისგან თანხმობის მიღების შემდეგ „იუვენტუსი“ უახლოეს ხანში დაიწყებს მოლაპარაკებებს „ლივერპულთან“ 33 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე. თავად ინგლისური კლუბი მზად არის, გამოეთხოვოს ალისონს და პირველ ნომრად გიორგი მამარდაშვილი აქციოს.