ლევანდოვსკი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
BARCELONA, SPAIN - SEPTEMBER 28: Robert Lewandowski of FC Barcelona celebrates a goal with Lamine Yamal during the Spanish league, La Liga EA Sports, football match played between FC Barcelona and Real Sociedad at Estadi Olimpic Lluis Companys on September 28, 2025 in Barcelona, Spain. (Photo By Javier Borrego/Europa Press via Getty Images)
„ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
როგორც გამოცემა Tuttosport-ი წერს, ტურინულმა კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკებები 37 წლის ფეხბურთელის გარემოცვასთან. წყაროს ცნობით, მხარეებმა შეათანხმეს ერთწლიანი კონტრაქტის პირობები. პოლონელი თავდამსხმელი 2026-27 წლების სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ლევანდოვსკის ამ სეზონის შემდეგ ეწურება ხელშეკრულება „ბარსელონასთან“. კატალონელთა ხელმძღვანელობამ შესთავაზა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირებით, მაგრამ ფორვარდი ასეთმა ვარიანტმა არ დააკმაყოფილა.