მანუელ ლოკატელიმ ტურინის „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

19:01, 17.04.2026

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა, მანუელ ლოკატელიმ კლუბთან თანამშრომლობა გააგრძელა და ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

იტალიელმა ნახევარმცველმა არსებული კონტრაქტი, რომელიც 2028 წლამდე იყო გათვლილი, კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა – ის „იუვენტუსში“ 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლოკატელი ტურინულ გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდში მან 224 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ხუთწლიან პერიოდში მისი ერთადერთი ტიტული 2024 წელს მოგებული იტალიის თასია.

იტალიის ნაკრებში ლოკატელიმ 36 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი