ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ალისონმა ტურინის „იუვენტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ალისონმა ტურინის „იუვენტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ტურინის „იუვენტუსს“ ორწილიანი კონტრაქტის თაობაზე მოელაპარაკა, – ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ამჟამად „იუვენტუსის“ მესვეურები ტრანსფერის სხვა დეტალებზე ინგლისურ მხარესთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და საბოლოო სურათი მალე გაირკვევა.

თუ ბრაზილიელი მერსისაიდულ კლუბს დაემშვიდობება, გუნდის ძირითადი მეკარის პოზიციას გიორგი მამარდაშვილი დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ალისონი „ლივერპულში“ 2018 წელს, იტალიური „რომადან“ გადავიდა – ამ დროის მანძილზე მან გუნდთან ერთად ორჯერ – პრემიერლიგა, ხოლო 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.