ემილიანო მარტინესმა ტურნირის „იუვენტუსთან“ სამწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა #1TVSPORT
ემილიანო მარტინესმა ტურნირის „იუვენტუსთან“ სამწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა #1TVSPORT

„ასტონ ვილას“ არგენტინელმა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ტურინის „იუვენტუსთან“ სამწლიანი ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები თავდაპირველად „ლივერპულიდან“ გიორგი მამარდაშვილის იჯარით აყვანას განიხილავდნენ, საბოლოო არჩევანი მაინც არგენტინელზე შეჩერდა.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონს“ „ასტონ ვილასთვის“ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდა არ სურს და ბირმინგემულ კლუბთან ფასზე მოლაპარაკებას აპირებს.

ცნობისთვის, ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილას“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. 2026 წელს არგენტინელთან ერთად მარტინესმა უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო.