ბუკაიო საკა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო #1TVSPORT
ლონდონის „არსენალის“ შემტევმა, ბუკაიო საკამ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირებამდე მედიასთან ისაუბრა.
„ზედმეტ ნერვიულობასა და წნეხზე ფიქრს არ ვაპირებ, რადგან ეს ჩემი პროფესიაა და მირჩევნია, უშუალოდ მომენტზე ვკონცენტრირდე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა 7-8 წლის ასაკში ფეხბურთის თამაში დავიწყე, სწორედ ასეთ ფინალზე ვოცნებობდი.
განვლილი გზა საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, თუმცა „არსენალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვის რეალური შანსი მაქვს“, – განაცხადა საკამ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.