„ტოტენჰემის“ კაპიტანმა, რომერომ ტრავმის გამო სეზონი დაასრულა #1TVSPORT

23:15, 13.04.2026

ლონდონის „ტოტენჰემის“ კაპიტანი კრისტიან რომერო დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს ტრავმის გამო.

ინგლისური კლუბის ცენტრალურმა მცველმა დაზიანება პრემიერლიგის 32-ე ტურში „სანდერლენდის“ მეკარესთან ანტონინ კინსკისთან შეჯახებისას მიიღო და 70-ე წუთზე აცრემლებულმა დატოვა მოედანი.

ESPN Argentina-ს ჟურნალისტმა, მარტინ არევალომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რომეროს აღდგენის პროცესმა, შესაძლოა, 5-8 კვირა დაიკავოს. ამასთან, ელოდებიან, რომ არგენტინელი შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში თამაშს.

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ცხრილში 30 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი