„ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ნიკო უილიამსში 95 მილიონს იხდიან #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების გარემარბმა, ნიკო უილიამსმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბილბაო“ დატოვოს. როგორც ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი წერს, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ მზად არიან, გაააქტიურონ ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოსყიდვის შესახებ. ეს თანხა 95 მილიონ ევროს შეადგენს.
წყაროს ცნობით, პოტენციური ტრანსფერის ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს ის, რომ „ბილბაოს“ არ სურს, უილიამსს კვირაში ხელფასის სახით გადაუხადოს 195 მილიონი ევრო, თუ გუნდი ვერ მოხვდება ევროტურნირებზე. დღეს ბასკები მე-11 ადგილზე არიან ესპანეთის ჩემპიონატში.
იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ არ ექნება ნიკო უილიამსის შეძენის მცდელობა მას შემდეგ, რაც მან დაარღვია გასულ ზაფხულს წინასწარი შეთანხმება.