ოფიციალურად – დე ძერბი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

20:03, 31.03.2026

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად რობერტო დე ძერბის დანიშვნის შესახებ. ხაზს უსვამენ, რომ იტალიელ სპეციალისტთან მრავალწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დე ძერბის ადრე უმუშავია ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ, წვრთნიდა „ბრაიტონს“. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო „მარსელი“, რომელიც ამა წლის თებერვალში დატოვა. გარდა ამისა, დე ძერბის გააჩნია „შახტარში“, „სასუოლოში“, „ბენევენტოში“ და „პალერმოში“ მუშაობის გამოცდილება.

„ტოტენჰემმა“ 29 მარტს დაითხოვა იგორ ტუდორი, რომელიც ლონდონურ კლუბში 14 თებერვალს დაინიშნა. ის მესამე სპეციალისტი იყო, რომელიც ამ სეზონში „ტოტენჰემს“ წვრთნიდა. მანამდე გუნდს ავარჯიშებდნენ ტომას ფრანკი და ანგელოს პოსტეკოგლუ.

მსგავსი