მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ლამინ იამალის სადებიუტო გოლი მუნდიალზე და ესპანეთის ნაკრების პირველი გამარჯვება #1TVSPORT

22:09, 21.06.2026

H ჯგუფში, მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც საუდის არაბეთი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

პირველ ტურში კაბო-ვერდესთან (0:0) მოულოდნელად დაკარგული ქულების შემდეგ, ესპანელთა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა – მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სასტარტოში დაწყო თამაში ლამინ იამალმა, რომელმაც მე-10 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრები დააწინაურა.

21-ე და 24-ე წუთებზე მიკელ ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და ესპანეთმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.

მეორე ნახევარში მათ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – მარკ კუკურეიას დარტყმული ბურთი ტამბაჰტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა და ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ბშ
  • 1
    ესპანეთი ესპანეთი
    2
    1
    1
    0
    4
    4
  • 2
    ურუგვაი ურუგვაი
    2
    0
    2
    0
    0
    2
  • 3
    კაბო ვერდე კაბო ვერდე
    2
    0
    2
    1
    0
    2
  • 4
    საიდის არაბეთი საიდის არაბეთი
    2
    0
    1
    1
    -4
    1

H ჯგუფის დარჩენილი მატჩები:

27 ივნისი, 04:00 | ესპანეთი – ურუგვაი

27 ივნისი, 04:00 | კაბო ვერდე – საუდის არაბეთი

მსგავსი