ფეხბურთი | „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, რობერტო დე ძერბი გახდება #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსფური“ ახლოს არის, ახალ მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბი დანიშნოს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.
როგორც ჯეიკობსი წერს, ინგლისურმა კლუბმა იტალიელს ხუთწლიანი კონტრაქტი და მაღალი ანაზღაურება შესთავაზა. შეთავაზებული ხელშეკრულების მიხედვით, დე ძერბი ინგლისის პრემიერლიგაში ანაზღაურებით მხოლოდ ხოსეპ გუარდიოლას ჩამორჩება.
„ტოტენჰემმა“ დროებითი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი 29 მარტს თანამდებობიდან გაათვისუფლა. თებერვალში დანიშნულმა ხორვატმა შვიდი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. პრემიერლიგაში ლონდონელები მე-17 ადგილზე არიან და გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით აღემატებიან.
46 წლის რობერტო დე ძერბი ბოლოს ფრანგულ „მარსელში“ მუშაობდა. მას ასევე აქვს პრემიერლიგის გუნდის გაწვრთნის გამოცდილება, 2022-2024 წლებში „ბრაიტონს“ ავარჯიშებდა.