თურქი ჟურნალისტი - „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი დავითაშვილთან მოსალაპარაკებლად საქართველოში გაემგზავრება #1TVSPORT
თურქი ჟურნალისტი - „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი დავითაშვილთან მოსალაპარაკებლად საქართველოში გაემგზავრება #1TVSPORT

„ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი საქართველოში გაემგზავრება და ზურიკო დავითაშვილს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად პირადად შეხვდება – ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის კლუბთან დაახლოებული თურქი ჟურნალისტი აიდის ქერემი ავრცელებს.

„ექსკლუზივი – ზურიკო დავითაშვილი შვებულებას სამშობლოში ატარებს. „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი, ონდერ ოზენი ერთად უახლოეს მომავალში დავითაშვილთან შესახვედრად საქართველოში გამგზავრებას გეგმავს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერში დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. თუმცა, დავითაშვილის პრიორიტეტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაშია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები“, – წერს თურქი ჟურნალისტი.