მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს „იბერიის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს #1TVSPORT

11:12, 26.11.2026

მერაბ დვალიშვილმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა, რომ გვერდში დაუდგნენ საფეხბურთო კლუბ „იბერიას“, რომელიც 26 ნოემბერს კონფერენსლიგის მე-4 ტურში ესპანურ „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ქართველი მებრძოლის თქმით, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდი ამჟამად განვითარების მნიშვნელოვან გზას გადის.

„26 ნოემბერს თბილისის „იბერია 1999“ ესპანურ „ხეტაფეს“ მასპინძლობს. საქართველოს ჩემპიონი ევროპულ გზაზე მნიშვნელოვან გზას გადის. ამიტომ 26 ნოემბერს ვუგულშემატკივროთ, მხარი დავუჭიროთ და გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები. წარმატებები და გამარჯვება ჩვენია“, – ასე მიმართა მერაბ დვალიშვილმა ქართველ გულშემატკივარს.

კონფერენსლიგის მე-4 ტურის მატჩი „იბერიასა“ და „ხეტაფეს“ შორის 26 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი