ჩემპიონთა ლიგა | აზაროვმა „შახტარში“ ითამაშა, „ლივერპულში“ მამარდაშვილი კვლავ სათადარიგო იყო #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
უკრაინელებმა ტურნირის ძირითადი ეტაპის მე-5 ტურის დაპირისპირება ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართეს. საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 82-ე წუთზე შევიდა, როდესაც „შახტარი“ უკვე აგებდა.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ბელგიაში „ბრიუგეს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ქართველ მეკარეს არ უთამაშია, მერსისაიდელების მესამე გოლისას კი ალისონ ბეკერმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხუთი ტურის შემდეგ დონეცკის „შახტარს“ 4 ქულა აქვს და 26-ე ადგილზეა, „ლივერპულმა“ კი 12 ქულა დააგროვა და პლეიოფში თამაშის კარგი შანსი აქვს.
ცხრილი იტვირთება…