„რუსთავმა“ ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა – „მეშახტე“ ლიგა 2-ში დაქვეითდა #1TVSPORT
„რუსთავმა“ ეროვნული ლიგაში „მეშახტე“ ურთულეს დაპირისპირებაში დაამარცხა და საჩემპიონო შანსები შეინარჩუნა, ტყიბულელები კი ოფიციალურად ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული დაპირისპირება „მეშახტემ“აქტიურად დაიწყო და 39-ე წუთზე ბექა შუბითიძის გოლით დაწინაურდა. „რუსთავმა“ თამაში მეორე ტაიში შემოატრიალა, ჯექსონ კენიოს (50) და ჟან სოუზა დე ალმეიდას (75) ზუსტი დარტყმებით გაიმარჯვა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
ქუთაისის „ტორპედო“ კი წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრა და კომნენ ანდრიჩის მიერ 70-ე წუთზე გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა 1:0.
ამ წაგების შემდეგ „მეშახტე“ ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გავარდა, „გაგრა“ და „სპაერი“ კი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პლეიაუტში ითამაშებენ.