უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „ფიორენტინასთან“ ფრედ ითამაშა – საპასუხო მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპის მატჩი თბილისში იტალიის ჩემპიონთან, „ფიორენტინასთან“ 1:1 დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
„ფიორენტინამ“ შეხვედრა უკეთ დაიწყო, უპირატესობას ფლობდა და 44-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ნიკოლო ტურნონეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ „დინამომ“ იბრძოლა და 82-ე წუთზე ნიკოლოზ ადუაშვილის მიდერ გატანილი ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა.
„დინამო თბილისისა“ და „ფიორენტინას“ საპასუხო მატჩი ფლორენციაში 9 დეკემბერს გაიმართება.