ლუის ენრიკემ დაადასტურა – ტრავმირებული კვარაცხელიასა და დუეს შემცვლელები გვჭირდება #1TVSPORT

12:24, 26.11.2026

ჩემპიონთა ლიგაში „რომასთან“ შინ 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს ტრავმებმა ახალი მოთამაშეების დამატების საჭიროებაზე დააფიქრა.

„კლუბის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ, რომ იანვარში ახალი ფეხბურთელები დავიმატოთ. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მოთამაშის მხოლოდ ექვსი თვით მოყვანას – ეს ჩვენი სტილი არ არის.

დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში, ჯამში, 28 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა. სტატისტიკურად, ეს უდიდესი დანაკლისია, რომლის ანაზღაურებას ჩემი ფეხბურთელებისა და გუნდის ხარისხის ხარჯზე ვაპირებ“, – თქვა ლუის ენრიკემ.

პსჟ-ის პორტუგალიელი მცველი ნუნუ მენდეში კი ამბობს, რომ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის ორივე მათგანის პოზიციაზე ითამაშოს:

„თუ მწვრთნელს სურს, რომ დუეს ან კვარაცხელიას პოზიციაზე გადავინაცვლო, პრობლემა არ არის, მზად ვარ, გუნდს სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშო“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუესა და კვარაცხელიას ტრავმების გამო „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი გარემარბების სიაში ​ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“), ნიკო უილიამსი („ბილბაო“) და მაიკლ ოლისე („ბაიერნი“) არიან.

მსგავსი