დეზირე დუეს მუხლზე ოპერაციას კატარში ჩაუტარებენ #1TVSPORT
ფრანგული გამოცემის, RMC Sport-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, დეზირე დუეს მარჯვენა მუხლზე ოპერაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე კატარის დედაქალაქ დოჰაში, „ასპეტარის“ კლინიკაში ჩაუტარებენ.
21 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ანალოგიური ტრავმის გამო ოპერაცია სწორედ დოჰაში ჩაუტარდა ხვიჩა კვარაცხელიას.
დუეს მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ფრანგ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.