ჩავი სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

19:02, 27.04.2026

„ტოტენჰემისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა, ჩავი სიმონსმა გამოაცხადა, რომ ტრავმის გამო გამოტოვებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს. ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის 34-ე ტურში, „ვულვერჰემპტონთან“ მატჩში მიიღო.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სიმონსმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 2027 წლამდე ვერ შეძლებს თამაშს.

„დღეს განსაკუთრებით ვგრძნობ, რომ ცხოვრება შეიძლება სასტიკი იყოს. ყველაფერი ჩამოიშალა. დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ამას შევეგუო. ერთადერთი, რაც მინდოდა, დავხმარებოდი გუნდს, ახლა კი ეს შესაძლებლობა წამერთვა… მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად“, – დაწერა სიმონსმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს იაპონიასთან, შვედეთსა და ტუნისთან ერთად.

მსგავსი