ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიამის „მასტერსის“ ფინალი 19 წლის ჩეხთან, იაკუბ მენშიკთან წააგო და კარიერაში მე-100 ტიტულს ვერ დაეუფლა #1TVSPORT
მაიამის „მასტერსი“ სენსაციურად დასრულდა. ფინალში მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც დღეს ATP-ის კლასიფიკაციის მე-5 ნომერია, ვერ შეძლო 19 წლის ჩეხი იაკუბ მენშიკის დამარცხება. რეიტინგის 54-ე ჩოგბურთელმა სერბი ლეგენდა ორ სეტში დაამარცხა – 7:6(4), 7:6(4).
შეხვედრა ორი საათი და სამი წუთი გრძელდებოდა. ჯოკოვიჩმა შვიდი ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ერთადერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მენშიკის ანგარიშზე იყო 14 ეისი, ერთი ორმაგი შეცდომა და სამიდან ერთ რეალიზებული ბრეიკპოინტი.
მენშიკი მაიამის „მასტერსის“ ისტორიაში შევიდა – ის ამ ტურნირზე ტიტულის ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩემპიონი გახდა.
ჩეხმა კარიერაში პირველად მოიგო ATP-ის ტიტული, ჯოკოვიჩი კი პროფესიულ დონეზე კვლავაც 99 ტიტულის მფლობელია.