ჯოკოვიჩი „დიდი სლემის“ 25-ე ტიტულს უმიზნებს - მე მჯერა საკუთარი ძალების #1TVSPORT
მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერმა, სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია თავის ძალებში და მზად არის, იბრძოლოს „დიდი სლემის“ მორიგი ტიტულისთვის.
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო მაესტრელი და 1/16-ფინალში გავიდა.
„მე მაქვს „დიდი სლემის“ კიდევ ერთი ტურნირის მოგების შანსი. სწორედ ამიტომ ვარ აქ, მჯერა საკუთარი ძალებისა და კონკურენტუნარიანობის. ყოველთვის შემიძლია, ოდნავ უკეთ ვითამაშო, მაგრამ ბედნიერი ვარ. თავს კარგად ვგრძნობ“, – მოჰყავს სერბი ჩოგბურთელის სიტყვები ტელეკომპანია ESPN-ს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი მამაკაცთა ჩოგბურთში რეკორდსმენია „დიდი სლემის“ ტურნირებზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით (24).