ნიდერლანდების ნაკრების მცველი იურიენ ტიმბერი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, – ინფორმაციას ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
24 წლის ფეხბურთელმა საზარდულის ტრავის მოშუშება ვერ მოასწრო და მუნდიალზე ასპარეზობას ვერ მოახერხებს. სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ტიმბერი უზბეკეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ნიუ იორკში ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ შეკრებას დატოვებს.
რონალდ კუმანმა ტიმბერის შემცვლელად ლუცჰარელ გერტრუიდას („სანდერლენდი“) უხმო.