უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა | ვასილ გეგუჩაძე – „ფიორენტინასთან“ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში ვხვდებით #1TVSPORT
25 ნოემბერს, 19:00 საათზე „დინამო არენაზე“, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ფინალში „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.
„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ გეგუჩაძემ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„„ფიორენტინა“ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. თუმცა აქამდეც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეებს ვეთამაშეთ და ეს ბარიერები გადავლახეთ. კარგია, რომ საშინაო არენაზე ვთამაშობთ, რადგან ეს ჩვენთვის პლუსი იქნება. გუნდში ყველა ჯანმრთელად არის, არანაირი დანაკლისი არ გვაქვს და ოპტიმალურ ფორმაში ვართ“, – ამბობს ვასილ გეგუჩაძე.
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგაზე „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულმა გუნდმა მინსკის „დინამო“ და დანიური „კოპენჰაგენი“ დაამარცხა.
„დინამოს“ 19 წლამდელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ოქროს ლიგაშიც წარმატებით თამაშობს – ბოლო ტურში კონკურენტი „იბერია“ 3:1 დაამარცხა, გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე 48 ქულით პირველ ადგილზეა და მდევარ „ლოკომოტივს“ 3 ქულით ასწრებს.