ლეგიონერები | საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა – „მონცამ“ „ფიორენტინა“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „მონცამ“ იტალიის სერია A-ში „ფიორენტინას“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და ოთხმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
მე-12 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, დამაჯერებლად ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7,3 ქულა.
„მონცამ“ ანგარიში ტაიმის ბოლოს პენალტით გახსნა – თერთმეტმეტრიანი ზუსტად გუსტავო ვარელამ დაარტყა, რომელმაც შესვენების შემდეგ დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ჯეი რობინსონმა 59-ე წუთზე დააფიქსირა.
იტალიის სერია A-ში გამართული 12 ტურის შემდეგ „მონცამ“ 10 ქულა დააგროვა, „ფიორენტინას“ (9) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.