კვარაცხელიასა და დუეს ტრავმების გამო „პარი სენ-ჟერმენი“ ალვარესის დამატებას აპირებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ხულიან ალვარესის დამატებას განიხილავს – ინფორმაციას საფეხბურთო გვერდი The Touchline ავრცელებს.
„თავდაპირველად, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის ფონზე, პარიზელები ზამთარში ტრანსფერის განხორციელებას არ გეგმავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ არსებული შემადგენლობით შეძლებდნენ თამაშს. თუმცა, დეზირე დუეს გამოკლების შემდეგ მათი გეგმები შეიცვალა – საფრანგეთის ჩემპიონი სერიოზულად განიხილავს იანვარში ფეხბურთელის დამატებას.
მოსალოდნელია, რომ ალვარესთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება იოლად მოხდება, უფრო რთული კლუბებს შორის შეთანხმება იქნება“.
ხვიჩა კვარაცხელიამ კი დეზირე დუეს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელმაც 21 ნოემბერს, „ნიცასთან“ მატჩის (3:2) დროს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
„გამაგრდი, ძმაო. ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მალე ისევ ერთად ვიქნებით მოედანზე – ბედნიერები და იმ საქმით დაკავებულები, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ყველა შენს გვერდით ვართ“, – დაწერა კვარაცხელიამ ინსტაგრამზე.