მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლილთან“ გასამართ მატჩამდე ჯამალ მუსიალას წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გერმანული კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა და ორივე მხარისთვის პრიორიტეტი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა.
„სამშაბათს, მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალას წარმომადგენლებთან კონსტრუქციული შეხვედრა გამართა. ორივე მხარისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ჯამალ მუსიალა გამოჯანმრთელების მთელი პროცესის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას მიიღებს.
ბოლო დღეებში გავრცელებული არაერთი ჭორის ფონზე, მიუნხენის „ბაიერნსა“ და ჯამალ მუსიალას წარმომადგენელ სააგენტო 11WINS-ს შემდეგი განმარტების გაკეთება სურთ:
ჯამალ მუსიალას აბსანსური ეპილეფსიური გულყრის მსგავსი სიმპტომების გამო პირველი სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 22 აპრილს ჩაუტარდა. გამოკვლევა ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენისთანავე, „ბაიერნთან“ და მის სამედიცინო დეპარტამენტთან შეთანხმებით ჩატარდა.
მიუნხენის „ბაიერნი“ და ჯამალ მუსიალას წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს პარტნიორობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გააგრძელებენ“, – წერს მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალური გვერდი.