გერმანული გამოცემა - „ნიურნბერგს“ ლოჩოშვილის შენარჩუნების იმედი აქვს, მაგრამ მას ინგლისში იწვევენ #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - „ნიურნბერგს“ ლოჩოშვილის შენარჩუნების იმედი აქვს, მაგრამ მას ინგლისში იწვევენ #1TVSPORT

გერმანულმა გამოცემამ, Clubfokus-მა საქართველოს ნაკრების და „ნიურნბერგის“ მცველზე, ლუკა ლოჩოშვილზე წერილი გამოაქვეყნა.

„ლუკა ლოჩოშვილის ბოლო თორმეტი თვის სტატისტიკას თუ გადახედავთ, კლუბის და საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 გოლში მონაწილეობდა. ეს მცველისთვის რეკორდია და უფრო შემტევი ფეხბურთელის სტატისტიკას ჰგავს. მან „ნიურნბერგის“ ოთხ თავდამსხმელზე მეტი გაიტანა.

ლოჩოშვილი გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. „ნიურნბერგში“ იმედოვნებენ, რომ მომავალ სეზონში მას შეინარჩუნებენ და ძლიერი დაცვა ეყოლებათ.

მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ მომავალზე საუბრისას საკითხი ღიად დატოვა. როგორც ამბობენ, მისით ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი“, – წერს გერმანული გამოცემა.