L’Equipe - დემბელე მბაპეს დაცვაში მეტ მუშაობას სთხოვს #1TVSPORT
L’Equipe - დემბელე მბაპეს დაცვაში მეტ მუშაობას სთხოვს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა, უსმან დემბელემ სთხოვა კილიან მბაპეს, აქტიურად იმუშაოს დაცვაში.

გაზეთ L’Equipe-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა მიანიშნა „რეალის“ ფორვარდს, რომ მან ნაკრებში მეტი მონდომება უნდა გამოიჩინოს დაცვითი მოქმედებებისას, ვიდრე ამას კლუბში აკეთებს, რათა უფრო კარგად შეერწყას მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის მიერ დანერგილ სისტემას და შეესაბამებოდეს ნაკრების მენტალიტეტს. აღნიშნავენ, რომ დემბელეს მინიშნებას როგორც სახუმარო, ასევე სერიოზული ხასიათი ჰქონდა.

ფრანგულ პრესაში წერენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ნაკრების შეკრებისას დემბელე და მბაპე ბევრ დროს ატარებენ ერთად. კილიანი ხშირად ეუბნება თავის გარემოცვას, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა ნაკრებში მის წარმატებებზე უფრო დიდი გავლენა იქონია, ვიდრე თავად მან დემბელეს წარმატებებზე. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ პარტნიორები აღნიშნავენ გუნდის გასახდელში დემბელეს მნიშვნელოვან როლს, პარიზელი ფეხბურთელი არ ცდილობს კაპიტნობას არც პსჟ-ში და არც საფრანგეთის ნაკრებში.