ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზი გააკეთა: ფინალში ესპანეთი არგენტინას მოუგებს #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანიამ, ESPN-მა იწინასწარმეტყველა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შედეგები DTAI-ს ანალიტიკური ლაბორატორიის მეშვეობით.
სპეციალური გამომთვლელი მოდელის საშუალებით, ESPN-მა იწინასწარმეტყველა, რომ ტურნირის ფინალში ესპანეთი 2:1-ით დაამარცხებს არგენტინას.
გამოთვლების თანახმად, ესპანეთი პირველ ადგილს დაიკავებს H ჯგუფში ურუგვაისთან (2:1), საუდის არაბეთთან (3:0) და კაბო ვერდესთან (5:0) მატჩების შემდეგ. არგენტინა შვიდი ქულით პირველი იქნება J ჯგუფში (2:2 – ავსტრია, 1:0 – ალჟირი, 3:0 – იორდანია).
1/16-ფინალში ესპანეთმა მოუგო ავსტრიას (3:1), არგენტინამ – ურუგვაის (1:0).
1/8-ფინალში ესპანეთმა სძლია ხორვატიას (3:1), არგენტინამ თურქეთი გაიარა (1:0).
1/4-ფინალში ესპანეთმა დაამარცხა მასპინძელი აშშ (2:0), არგენტინამ მოუგო კოლუმბიას (1:0).
1/2-ფინალში ესპანეთმა დაძლია საფრანგეთის ბარიერი პენალტების სერიაში, არგენტინა კი ნორვეგიაზე უკეთესი იყო (2:1).
ESPN-ის ვერსიით, ინგლისის ნაკრები 1/4-ფინალში დამარცხდა ნორვეგიასთან (0:1). გერმანიამ 1/8-ფინალში წააგო საფრანგეთთან (1:2), ბრაზილიამ 1/16-ფინალში დაასრულა გამოსვლა იაპონიასთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ.
პროგნოზის შემდგენლებმა ჯგუფიდან არ გაიყვანეს პორტუგალია, რომელმაც K ჯგუფში სამი ქულა დააგროვა კოლუმბიასთან, უზბეკეთთან და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩებში.