ჩოგბურთი | კარლოს ალკარასი მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია #1TVSPORT
ესპანელი კარლოს ალკარასი მამაკაცთა შორის წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია.
ფინალურ მატჩში 22 წლის ესპანელმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში – 2:6, 6:2, 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო ავსტრალიური სლემი.
ფინალური მატჩი ალკარასმა დაბალ ტემპში დაიწყო, რითიც ჯოკოვიჩმა ისარგებლა და პირველ სეტში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამის შემდეგ ესპანელმა ტემპს მოუმატა და მასთან გამკლავება დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონს გაუჭირდა.
საბოლოოდ, ალკარასმა კარიერული სლემი შეასრულა და ეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ გააკეთა, მას ჩოგბურთის ოთხივე მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს მოგებული – ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი (ორჯერ), უიმბლდონი (ორჯერ) და ამერიკის ღია პირველობა (ორჯერ).
რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ეს ფინალი მისთვის დიდ სლემებზე 38-ე იყო.