ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგი განახლდა #1TVSPORT
წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ განახლდა პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგი.
კლასიფიკაციაში პირველ ადგილს იკავებს ავსტრალიური სლემის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს ალკარასი, მის ანგარიშზე 13 650 ქულაა. მეორეზეა იტალიელი იანიკ სინერი 10 300 ქულით, ხოლო სამეულში გადაინაცვლა ტურნირის ფინალისტმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 5 280 ქულით.
ახალ რეიტინგში 137-ე ადგილზეა ნიკოლოზ ბასილაშვილი, 271-ე პოზიციას იკავებს საბა ფურცელაძე, 528-ეს – ალექსანდრე ბაკში, ხოლო 1023-ე ადგილზეა ზურა ტყემალაძე.
პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგის TOP 10:
- კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 13 650 ქულა
- იანიკ სინერი (იტალია) – 10 300 ქულა
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 5 280 ქულა
- ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) – 4 605 ქულა
- ლორენცო მუზეტი (იტალია) – 4 405 ქულა
- ალექს დე მინო (ავსტრალია) – 4 080 ქულა
- ტეილორ ფრიცი (აშშ) – 3 940 ქულა
- ფელის ოჟე-ალიასიმე (კანადა) – 3 725 ქულა
- ბენ შელტონი (აშშ) – 3 600 ქულა
- ალექსანდერ ბუბლიკი (ყაზახეთი) – 3 235 ქულა