ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში გასვლა. „დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა 2 საათი და 37 წუთი ბრძოლოს შემდეგ სამ სეტში წააგო ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ბრიტანელ ჯეკ დრეიპერთან – 6:4, 4:6, 6:7 (5:7).
სერბმა ჩოგბურთელმა ექვსიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, დრეიპერმა – შვიდიდან სამი. ყველაფერი მესამე სეტის ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ბრიტანელმა 5:5-ზე ზედიზედ ორი ქულის აღება მოახერხა.
ინდიან უელსის „მასტერსზე“ ასეთი მეოთხედფინალური წყვილები ჩამოყალიბდა:
კარლოს ალკარასი (ესპანეთი, 1) – კემერონ ნორი (ბრიტანეთი, 27)
ჯეკ დრეიპერი (ბრიტანეთი, 14) – დანიილ მედვედევი (11)
არტირ ფისი (საფრანგეთი, 30) – ალექსანდრ ზვერევი (გერმანია, 4)
ლიონერ ტიენი (აშშ, 25) – იანიკ სინერი (იტალია, 2)