ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია. დრამატულ ნახევარფინალში მან მსოფლიოს მეორე ნომერი, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერი ხუთ სეტში – 3:6, 6:3, 4:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.
38 წლის ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში 38-ედ გავიდა, რაც რეკორდია. მას ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული და მე-11 ტიტულისთვის იბრძოლებს.
სინერთან მატჩის განმავლობაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 16 ბრეიქპოინტის გადარჩენა მოახერხა და, საბოლოოდ, იტალიელი კარიერაში მეხუთედ დაამარცხა – სინერის ანგარიშზე სერბის წინააღმდეგ ექვსი გამარჯვებაა.
ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარლოს ალკარასი იქნება. ესპანელ ჩოგბურთელს ის ბოლოს დიდი სლემის ტურნირის ფინალში 2024 წელს უიმბლდონზე დაუპირისპირდა – მატჩი ალკარასმა სამ სეტში მოიგო.
შედეგად, ფინალი კვირას, პირველ თებერვალს შედგება – ალკარასი კარიერაში მეშვიდე დიდი სლემის ტურინის მოსაგებად იბრძოლებს, ხოლო ჯოკოვიჩი 25-ე ტიტულის მოპოვებას შეეცდება.