ჩოგბურთი | კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია #1TVSPORT
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ესპანელი კარლოს ალკარასი მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის 2026 წლის გათამაშების ფინალისტია.
დრამატულ ნახევარფინალში ალკარასმა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერს, გერმანიის წარმომადგენელს, ალექსანდერ ზვერევს ხუთ სეტში სძლია – 6:4, 7:6 (7:5), 6:7 (3:7), 6:7 (4:7), 7:5.
მატჩი 5 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა.
შედეგად, კარლოს ალკარასი კარიერაში პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 22 წლის ესპანელ ჩოგბურთელს დიდი სლემის ექვსი ტურნირი აქვს მოგებული – როლან გაროსი ორჯერ, უიმბლდონი ორჯერ, ამერიკის ღია პირველობა ორჯერ. ფინალში გამარჯვებით ის კარიერულ დიდ სლემს შეასრულებს.
გადამწყვეტ შეხვედრაში ალკარასის მეტოქე იანიკ სინერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება. მელბურნში ფინალური მატჩი პირველ თებერვალს შედგება.