ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსზე მონაწილეობას არ მიიღებს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი და დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსზე მონაწილეობას არ მიიღებს.
„სამწუხაროდ, წელს მადრიდის ტურნირში მონაწილეობას ვერ მივიღებ. რეაბილიტაციას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები“, – დაწერა 38 წლის სერბმა სოციალურ ქსელში.
მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელმა მეოთხე ნომერმა სეზონი რთულად დაიწყო, თებერვლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ესპანელ კარლოს ალკარასთან დამარცხდა, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ კარიერა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაასრულოს.
ინდიან ველსის ტურნირს ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში გამოეთიშა, ხოლო შემდეგ მაიამის მასტერსზე მონაწილეობა არ მიიღო.