ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების იდეალური ვარიანტი დაასახელა #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების იდეალური ვარიანტი დაასახელა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა კარიერის 2028 წლის ოლიმპიადაზე დასრულება. ჯოკოვიჩი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია – 2024 წელს პარიზის თამაშებზე, მან ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა ორ სეტში.

„ვისურვებდი კარიერის დასრულებას 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერბეთის დროშით ხელში. ეს შესანიშნავი იქნებოდა. მაგრამ რა მოხდება სინამდვილეში, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, არის ბევრი რამ, რაც ჩემი კონტროლის მიღმაა. მაგრამ ვეცდები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებას“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები Sportal Serbia-ს.