ავსტრალიის ღია 2026, კაცები | ჯოკოვიჩმა მე-400 მატჩი მოიგო, ცნობილია 1/8-ფინალის წყვილები #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მესამე წრე და ცნობილია მამაკაცების ბადეში 1/8-ფინალის ყველა მონაწილე.
ისტორიული შედეგი დააფიქსირა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც სამ სეტში მოუგო ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდსხულპს. სერბი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირებზე 400 გამარჯვება დააგროვა. ჯოკოვიჩთან ამ მაჩვენებლით ყველაზე ახლოს არის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 369 მოგება. მესამეზეა ამერიკელი სერენა უილიამსი – 367.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა ტურნირის მერვედფინალში ვერერთი განუთესავი ჩოგბურთელი ვერ მოხვდა:
ალკარასი (ესპ, 1)-პოლი (აშშ, 19)
ბუბლიკი (ყაზ, 10)-დე მინორი (ავსტრა, 6)
ზვერევი (გერ, 3)-ჩერუნდოლო (არგ, 18)
მედვედევი (11)-ტიენი (აშშ, 25)
მუზეტი (იტა, 5)-ფრიტცი (აშშ, 9)
მენშიკი (ჩეხ, 16)-ჯოკოვიჩი (სერ, 4)
შელტონი (აშშ, 8)-რუუდი (ნორ, 12)
დარდერი (იტა, 22)-სინერი (იტა, 2)